კორონავირუსით დაავადებული ქალის შვილს COVID-19 არ აღმოაჩნდა, ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით, ბავშვის გამოკვლევა გუშინ გვიან ღამით დასრულდა:
"ჩვენ თანამემამულეს, რომელსაც გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია და მას ჰქონდა მრავალმხრივი კონტაქტები, მათ შორის ოჯახის წევრთან და შვილთან. შვილი წევს იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გამოკვლეული იქნა და მას არ აქვს არავითარი კორონავირუსული ინფექცია,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, მათგან ორმა ირანში, ერთმა კი - იტალიაში იმოგზაურა.
ავტორი: ლუკა ხაჩიძე