20 აპრილი 2024,   18:01
ვრცლად
პუტინს მოვუწოდე, ასადის რეჟიმთან პირისპირ დაგვტოვოს - თურქეთის პრეზიდენტი

პუტინს მოვუწოდე, ასადის რეჟიმთან პირისპირ დაგვტოვოს - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. როგორც რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განმარტა, კრემლის ლიდერს ის ტელეფონით ესაუბრა. მანამდე კი სირიაში კიდევ ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა .

იდლიბში საარტილერიო იერიში ასადის რეჟიმმა მიიტანა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამას წინ უძღოდა სირიაში 33 თურქი სამხედროს დაღუპვა. შექმნილი ვითარების გამო თურქეთის პრეზიდენტმა ტრამპსა და მერკელთანაც გამართა სატელეფონო საუბარი.

კომენტარს აკეთებენ რუსეთშიც. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სირიის არმიას უფლება აქვს, თავის ტერიტორიაზე ტერორისტების თავდასხმებს უპასუხოს.

დღის ამბები