18 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო ნიუანსები, რაც რელიგიას უკავშირდება - გამყრელიძე ზიარების წესის შეცვლაზე

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, დაავადებათა კონტროლის ცენტრს საპატრიარქოსთვის ზიარების წესის შეცვლის რეკომენდაცია არ მიუცია. ამირან გამყრელიძის განმარტებით, მათ საპატრიარქოს ზოგადი ჰიგიენის დაცვის რეკომენდაციით მიმართეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კორონავირუსის საფრთხის ფონზე საპატრიარქოსთან სპეციალური სარეკომენდაციო შეხვედრა შედგა.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ორსაათიანი შეხვედრა ჩაატარა საპატრიარქოში და გაიგზავნა შესაბამისი რეკომენდაციები და გზავნილები. ამის გარდა, შეხვედრა ჩატარდა ერთ-ერთ ეპარქიაში. მე არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო ის სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ ნიუანსებთან არის დაკავშირებული. 

ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას ზოგადი ჰიგიენური დაცვის შესახებ. რაც შეეხება დეტალებს, საპატრიარქო წყვეტს თვითონ," - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები