კორონავირუსთან დაკავშირებით, ფოთში შიდა საქალაქო სამარშუტო ხაზებზე მომუშავე ავტობუსების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის სასკოლო ავტობუსები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სტანდარტებით მუშავდება.