საზღვრიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს მამაკაცი, რომელიც საქართველოში იტალიიდან ბრუნდებოდა.
მოქალაქე სარფის საბაჟოდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. მას შემოწმების დროს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განაცხადებით, საქართველოს მოქალაქე იტალიიდან ტრაილერით მოდიოდა. ანალიზები ლაბორატორიაში გადაიგზავნა. პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.