10 სექტემბერი 2026,   09:46
ვრცლად
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში - მომიტინგეებმა ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციის შემდეგ ვალერი ბგანბა ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატებს შეხვდა. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დე ფაქტო მთავრობამ მუშაობა არ უნდა შეწყვიტოს. მისივე თქმით, ბჟანია თავს უკეთ გრძნობს და იმედს გამოთქვამს, რომ ე.წ არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს.

შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს აქციის მონაწილეებმა. ოპოზიციონერი კანდიდატების განცხადებით, არჩევნების გადადების საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც ბჟანია თემასთან დაკავშირებით თავის აზრს დააფიქსირებს.

ბგანბა არჩევნების საკითხზე დღეს ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატების შტაბების წარმომადგენლებს შეხვდება.

დღის ამბები