06 სექტემბერი 2026,   16:13
ვრცლად
COVID-19 - ქუთაისის  ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან 5 პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან

ქუთაისის  ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან.

ექიმის განცხადებით, მათი პასუხები ცნობილი დღის ბოლომდე გახდება. მათგან ოთხი ადამიანი გუშინ იტალიიდან ჩამოფრინდა. მათი ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსების აუცილებლობა კი მაღალმა ტემპერატურამ განაპირობა.

თემურ ნადირაძის თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მხოლოდ ერთ პაციენტს უფიქსირდება ტემპერატურა 38,2 გრადუსი. ერთი პაცინეტი კი ორი დღის წინ თვითდინებით შევიდა. მან იტალია 25 თებერვალს დატოვა და რამდენიმე დღეში მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.

დღის ამბები