ტენერიფეს "იბეროსტარმა" საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა, ესპანეთის კლუბმა საკუთარ მოედანზე ბელგიის "ოსტენდე" 85:75 დაამარცხა.
ტრადიციულად "იბეროსტარის" სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 წუთში 25 ქულა შესძინა, 5-ჯერ ბურთი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
პლეი-ოფის სერია 2 მოგებამდეა, შემდეგი მატჩი 10 მარტს, ბელგიაში ჩატარდება.