სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 1500 ლარით დააჯარიმა მოქალაქე გიორგი უკლება, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დავით ნარმანიას.
ოზურგეთის სასამართლომ კი 500 ლარის გადახდა დააკისრა ნოდარ ტუღუშს. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სალომე სამადაშვილს. კიდევ სამი საქმის განხილვა გადაიდო.
"5 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მიმდინარეობდა სხვადასხვა რაიონში. ორი მათგანი დასრულდა და პიროვნებები ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. მათ სანქციის სახით განესაზღვრათ ჯარიმა სხვადასხვა ოდენობით. ხოლო, სამი მათგანის განხილვა გადაიდო სხვა დროისთვის," - აღნიშნა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა, ანდრო გურულმა.