ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით გუშინ საღამოს 3 ადამიანი შეიყვანეს. ამ დროისთვის საავადმყოფოში ლუიგარის ლაბორატორიიდან სულ 8 პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან. პაციენტებს შორი ერთ-ერთი საფრანგეთიდან ჩამოსული მცირეწლოვანია.
ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, ანალიზის პასუხები დღეს საღამოს გახდება ცნობილი. პაციენტები შესბამის მკურნალობას ბოქსირებულ პალატაში განაგრძობენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკას ტემპერატურით და საერთო სისუსტით ძირითადად საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები მიმართავენ.