18 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
გაათავისუფლებენ თუ არა ირაკლი ოქრუაშვილს - დღეს სასამართლო პროცესზე ელენე ხოშტარია დაკითხეს

ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელებს აქვთ იმედი, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილს გაათავისუფლებენ. პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრის, გურამ ჩალაგაშვილის მოსაზრებით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში პროკურატურა სამართლებრივად მოემზადება და არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენოს. ჩალაგაშვილმა განაცხადა, რომ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც მოწმის სახით იყო დაბარებული, დაადასტურა, რომ მთელი საღამოს განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად იყო და არანაირ ძალადობას ან ძალადობისკენ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, ელენე ხოშტარიას ჩვენება ადასტურებს, რომ ბრალდების მხრიდან 2 პოლიციელი იტყუება. 

საქმის პროკურორი გიორგი მუკბანიანი აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ძალადობრივი მოქმედებები პოლიციის მხრიდან მოქმედებებს მოჰყვა, საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეების ჩვენებებს ეწინააღმდეგება.

ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ ჰქონდა იმის ილუზია, რომ "ქართული ოცნება" პოლიტპატიმრების არსებობას აღიარებდა და ხაზი გაუსვა, რომ მთავარი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით შეხების წერტილების პოვნა და არა განსხვავებებზე აქცენტი.

ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი 1 კვირაშია ჩანიშნული. 

დღის ამბები