07 სექტემბერი 2026,   12:07
ვრცლად
პრობაციონერები 14 აპრილამდე რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლდნენ

კორონავირუსის პრევენციის გავრცელების მიზნით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პრობაციონერები 14 აპრილამდე რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლდნენ. 

"ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. თითის დადება, პრობაციის ოფიცერთან, სოცმუშაკთან, ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები არის გაუქმებული," - განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ვიზიტისგან. 

"დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში. 

ეს არის პრინციპული მოწოდება და თხოვნა იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ მონაწილეობა მივიღოთ კორონავირუსის პრევენციაში," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები