07 სექტემბერი 2026,   13:35
ვრცლად
"ოპერის ოქროს ხმა" - ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი "ბათუმური რაფსოდიას" ფარგლებში ჩატარდება

ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი - "ოპერის ოქროს ხმა" შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის, "ბათუმური რაფსოდიას" ფარგლებში ჩატარდება. პროექტი აერთიანებს განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდა ვოკალისტებს მსოფლიოს მასშტაბით.

კონკურსის ფარგლებში, გაიცემა ფულადი პრემია და დაჯილდოვდებიან მუსიკოსები საქართველოში საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. კონკურსი უკვე მესამე წელია ტარდება და მას ტრადიციული სახე აქვს, მისი დამფუძნებელი ქართველი სოპრანო, თავად არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურიატი თამარ ივერია.

დღის ამბები