18 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკელი დიპლომატები მოსწავლეებს მოთხრობებს ფეისბუქლაივით წაუკითხავენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში სკოლების დაკეტვის გამო ამერიკის საელჩო ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დახმარებას სთავაზობს.

როგორც საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე ვკითხულობთ, ყოველ სამუშაო დღეს, 14:00 საათზე, ფეისბუქლაივის მეშვეობით, ამერიკელი დიპლომატი ინგლისურად ესაუბრება ბავშვებს და წაიკითხავს მოთხრობებს. პირველი მოთხრობა, რომელსაც 13 მარტს, 14:00 საათზე ალთეა ქოლი-მერფრი წაიკითხავს, დოქტორ სიუსის "ლორაქსია".

ამერიკის საელჩო მოუწოდებს ყველას, ისარგებლონ შეთავაზებით, იმეცადინონ ინგლისურში და ამერიკის შეერთებულ შტატებზე უფრო მეტი გაიგონ. 

დღის ამბები