09 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
ახალ ბლოკბასტერში მთავარ როლებს შარლიზ ტერონი და ტომ ჰარდი ასრულებენ

მსოფლიო კინოეკრანებზე ახალი ბლოკბასტერი გამოდის, რომელშიც მთავარ როლებს შარლიზ ტერონი და ტომ ჰარდი ასრულებენ. ”შეშლილი მაქსი - მრისხანების გზა” - ასე ეწოდება ჯორჯ მილერის სურათს, რომლის პრემიერაც ჰოლივუდში გაიმართა.

ჩვენებას გადამღები ჯგუფი სრული შემადგენლობით დაესწრო. ახალი სურათი იმ ფილმის გაგრძელებაა, რომელიც ჯორჯ მილერმა 1979 წელს გადაიღო. მაშინ მთავარი გმირი - მაქსი - მელ გიბსონმა განასახიერა.

მსახიობი, ყველასთვის მოულოდნელად, ახალი ფილმის პრემიერაზე მივიდა და ტომ ჰარდის მიერ შესრულებული მაქსის როლი პირადად შეაფასა. მელ გიბსონი კოლეგის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

დღის ამბები