11 სექტემბერი 2026,   13:45
ვრცლად
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მოქალაქეები დღეს დილიდან ვეღარ გადაადგილდებიან

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დღეს დილიდან მოქალაქეები ვეღარ გადაადგილდებიან.

მგზავრები, რომლებიც საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ, საზღვარზე არ გადაუშვეს და განუმარტეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, გამშვები პუნქტი დროებით დაკეტილია.

ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც პერიმეტრს აკონტროლებს.

ოფიციალური ცნობით, საქართველო-აზერბაიჯანსა და საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა 10 დღით აიკრძალა, თუმცა შეზღუდვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.

მხარეებს შორის მოლაპარაკების მიხედვით, როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება მიეცემათ.

დღის ამბები