თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლა კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო პრევენციის მიზნით დისტანციურ სწავლებაზე გადადის. ონლაინ პლატფორმა ერთდროულად 300-მდე სტუდენტს ლექციას სინქრონულ რეჟიმში გადასცემს, სააუდიტორიო სწავლება კი პირველი აპრილიდან აღდგება.
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელის, თამარ სულუხიას ინფორმაციით, ლექტორი ლექციებს ლაივ რეჟიმში ჩაატარებს.
"ლექციები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, სადაც სტუდენტი სახლიდან სახლიდან დარეგისტრირდება, შევა სისტემაში, დაესწრება ლექციებს. ლექტორი ლაივ რეჟიმში მიაწოდებს მათ ლექციას. სალექციო კურსი უზრუნველყოფილია "ჭკვიანი დაფებით" და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ვებინარი, სადაც სტუდენტი მონაწილეობს ინტერაქტიულ რეჟიმში,"- განაცხადა თამარ სულუხიამ.