რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში მოთავსებულ 2 პაციენტს პნევმონიის ნიშნები აქვს, ლუგარის ლაბორატორიაში გაკეთებული ანალიზის მიხედვით, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პირებს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
"დღის განმავლობაში რამდენიმე პაციენტი წავიდა, რამდენიმე მივიღეთ. ამ წუთას კიდე 3 დატოვებს და 3-ს მოიყვანენ. გუშინ 6 ჩაიტარდა კვლევა და ნეგატიური პასუხები მივიღეთ, ახლა 5 ადამიანს უღებს ლუგარი ანალიზს. ყველა პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ჩვენთან არის დამაკმაყოფილებელია, 2-ს აღენიშნება პნევმონიის ნიშნები, მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა ეს პნევმონია არაა COVID-19-თან ასოცირებული," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა ლევან გოფოძემ.