თბილისში ავღანეთის მოქალაქეს ტაქსის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა ისნის მეტროსთან გვიან ღამით მოხდა.
როგორც დაზარალებულის ადვოკატი ყვება, აპლიკაციით გამოძახებულმა ტაქსის მძღოლმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჯერ ორმაგი თანხის გადახდა მოსთხოვა, შემდეგ კი არასრულწლოვანი ძმის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდა იმ საბაბით, თითქოს კორონავირუსის მატარებელია. დაზარალებული გამომძიებლებმა გუშინვე გამოკითხეს, ტაქსის მძღოლი იდენტიფიცირებულია.
საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.