10 სექტემბერი 2026,   12:06
ვრცლად
მეორე ღამეა ბოლნისი და მარნეული ჩაკეტილი

უკვე მეორე ღამეა ბოლნისი და მარნეული ჩაკეტილია, მკაცრად კონტროლდება მოქალაქეების გადაადგილება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ჯარი. რეგიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ადგილობრივი მოსახლის ინფიცირებას უკავშირდება.

ჩაკეტილი, მკაცრი საკარანტინო რეჟიმიდან მხოლოდ იმ პირებს უშვებენ, ვისაც ამის აუცილებლობა ჯანმრთელობის მდგომარების გამო უწევთ.

სპეციალური სია მოქმედებს იმ მედიკოსებზეც, რომლებიც ტერიტორიაზე მისიით იმყოფებიან. მუნიციპალიტეტებში შეზღუდულია შიდა გადაადგილებაც.

მარნეულისა და ბოლნისის ყველა შესასვლელთან, 12 საკონტროლო გამშვები პუნქტი განათავსა. შესაბამისი მოსამსახურეები სპეციალური საშუალებებით არიან აღჭურვილი.

დღის ამბები