12 სექტემბერი 2026,   11:16
ვრცლად
სწრაფი ტესტები ძალიან კარგია ხოლმე მასობრივი კვლევების დროს - პაატა იმნაძე

პაატა იმნაძის განცხადებით, სწრაფი ტესტები არის სხვადასხვაგვარი და მათი მეშვეობით ვირუსის არსებობის გარკვევა შესაძლებელი ხდება, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის სწრაფი ტესტები კარგია მასობრივი კვლევების დროს გამოსაყენებლად.

"სწრაფი ტესტები არის ძალიან ბევრგვარი, სხვადასხვაგვარი. ძირითადად, მათი პასუხი არის 10, 15, 20, შეიძლება ნახევარი საათი დასჭირდეს ზოგიერთს, სხვადასხვა მწარმოებლების.

აქედან გამომდინარე, სწრაფი ტესტები ძალიან კარგია ხოლმე მასობრივი კვლევების დროს, აი ისეთი, როგორიც შეიძლება ჩვენ დაგვჭირდეს საქართველოს იმ რაიონში, სადაც მოგეხსენებათ, რომ გაცილებით აქტიურად ვეძებთ შემთხვევებს," - აცხადებს პაატა იმნაძემ.

დღის ამბები