ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 5 პირს ინფექცია არ დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გუშინ ღამით ინფექციურ კლინიკაში კარანტინიდან გადაყვანილ ხუთივე პაციენტზე ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.
ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით დაინფიცირებული 5 პირია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
აჭარაში საკარანტინო სივრცეში 1200-ზე მეტი პირია მოთავსებული.