მკაცრი კარანტინის მესამე დღე - მარნეულისა და ბოლნისის ყველა შესასვლელთან კვლავ ჯარი დგას. გვიან ღამით ქალაქის შესასვლელში საავტომობილო მოძრაობის რეგულირებისთვის დამატებითი ბარიერები მიიტანეს.
ჩაკეტილი, მკაცრი საკარანტინო რეჟიმიდან მხოლოდ იმ პირებს უშვებენ, ვისაც ამის აუცილებლობა ჯანმრთელობის მდგომარების გამო აქვს.
რაც შეეხება კარანტინში მყოფ მოსახლეობას, მათთან ათობით მობილური ჯგუფი მუშაობს, რომელთაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პირები აღრიცხვაზე აჰყავთ. რეგიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ადგილობრივი მოსახლის ინფიცირებას უკავშირდება.
"სადახლოში მივდივარ რუსეთიდან უნდა გადმოვასვენოთ მიცვალებული. ტრანზიტულად გავდივარ სადახლოში. პოლიცია მომყვება, რომ არ გავჩერდე ქალაქში, იქამდე, იქიდანაც, არ უნდა გავჩერდე არსად, ტრანზიტულად მატარებენ. უშუალოდ კონტაქტის დროს მაქვს მანქანაში პირბადე," - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.