18 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
პირველი რიგის ტესტირება მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფის სიმპტომურ პაციენტებს შეეხება

სწრაფი ტესტებით სარგებლობას მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფის პირები შეძლებენ - ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

"პირველი რიგის ტესტირება შეეხება მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფის სიმპტომურ პაციენტებს. სიმპტომების გარეშე ტესტის გამოყენება არ მოხდება, კვლავაც არის ცენტრალიზებული მექანიზმი ხარისხის უზრუნველყოფის ტესტირების და ასე გარკვეული პერიოდი გაგრძელდება. 

ეს არის PCR ტესტი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი სარწმუნოობა, ტესტის ტექნოლოგია არის აბსულუტურად იგივე, უბრალოდ ხდება ნაცხის გადატანა იმ აპარატში, რომელიც მუშაობს უფრო სწრაფად.

მარნეულის გარდა ამ ტესტებს გამოვიყენებთ ყველა სამიზნე ჯგუფში, ვიდრე ტესტის რაოდენობა ჩვენ ამის საშუალებას მოგვცემს. შევსებას ველოდებით და დამატებითი ტესტის დროს შემდეგი სამიზნე იქნება ის კლინიკები, სადაც ხვდებიან პაციენტები სიცხით," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

გამკაცრდება თუ არა შეზღუდვები, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ. თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს წევრები მუდმივად აღნიშნავენ, რომ გამკაცრდება ეპიდვითარებასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე.

დღის ამბები