19 აპრილი 2024,   11:26
ვრცლად
სააკაშვილისთვის მადლობა არ გადამიხდია, ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბება შევარდნაძის მთავრობის დროს დაიწყო - პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან ლუგარის ლაბორატორიის გახსნისთვის მადლობა, მიხეილ სააკაშვილს გადაუხადა.

"მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია. ახლა, ვინ სად რა ლენტი გაჭრა, მე კარგად ვიცი ისტორია ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების. ეს დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დროს. ხელმოწერა ხელშეკრულებაზე არის შევარდნაძის და კლინტონის, მეორეზე არის ხელმოწერა საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის მინისტრების. ეს მოხდა 2002 წელს და შემდგომ, რა თქმა უნდა, იმ მთავრობის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა ამ პროექტის გაგრძელებაში. გადაწყვეტილებები ყველაფერი მიღებული იყო 2002 წელს, ამას ხაზს ვუსვამ. სხვათა შორის, ბენდუქიძის მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები