COVID-19-ით დაინფიცირებული ყველაზე პატარა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად, თუმცა საყურადღებოდ მიიჩნევენ. ორი წლის ბავშვი ბოჭორიშვილის კლინიკაში ბებია-ბაბუასთან ერთად მკურნალობს. ყველა მათგანს კორონავირუსი აქვს.
საერთო ჯამში, კლინიკაში 16 პაციენტია, აქედან 5-ს კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა. გართულებული ფორმის პნევმონიის გამო, შედარებით მძიმეა 3 პაციენტის მდგომარეობა.
ბოჭორიშვილის კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან COVID 19-ის ანალიზზე 2 პაციენტის პასუხს ელოდებიან, 5 პირის მასალას ანალიზისთვის კი დღეს გაგზავნიან.