კორონავირუსის გავრცელების შეფერხების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, თბილისის ქუჩები ავტომობილებით ისევ დატვირთულია. ზოგიერთ ქუჩასა და მაგისტრალზე საცობებიც ფიქსირდება. განსაკუთრებით დატვირთული ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ვაშლიჯვრის შემოვლითი გზა და თბილისის შემოსასვლელი მცხეთის მხრიდან.