06 სექტემბერი 2026,   14:46
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირებული ექიმები არ მკურნალობენ - მაია სოლოღაშვილი

ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაია სოლოღაშვილის ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირებული ახალი პაციენტები არ ჰყავთ.

როგორც მაია სოლოღაშვილმა განაცხადა, გუშინ COVID 19-ზე ტესტირება 7 პაციენტს ჩაუტარდა და პასუხი შვიდივე შემთხვევაში უარყოფითი იყო. მისივე თქმით, დღეს COVID 19-ზე კვლევაში კიდევ 2 პაციენტი ჩაერთო.

მაია სოლოღაშვილმა განმარტა, რომ ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს სულ 13 პაციენტი, COVID 19 კი მათგან მხოლოდ მათგან 5-ს აქვს დადასტურებული. მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის, მათ შორის ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კითხვას, ჰყავთ თუ არა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ექიმები, მაია სოლოღაშვილმა უპასუხა, რომ "არც ერთ ექიმზე COVID 19-ით დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს."

დღის ამბები