06 სექტემბერი 2026,   14:46
ვრცლად
თვითიზოლაციის ფაქტის დარღვევა სამეგრელოში - პოლიცია სოფელ ცაცხვში კონტაქტებს ამოწმებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცაცხვში თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა მითითებები დაარღვია. დეტალების შესახებ ოფიციალური პირები არ საუბრობენ, თუმცა, როგორც ირკვევა, სოფელში მას კონტაქტი ჰქონდა სხვა ადამიანებთან, რომლებსაც სამართალდამცველები ამოწმებენ. 

"პოლიციას ჰქონდა ეჭვები ერთ-ერთ მოქალაქესთან დაკავშირებით, რომელსაც ჰქონდა კავშირები ცაცხვში. ამდენად პოლიცია ყველა სავარაუდო კავშირს ამოწმებს," - განაცხადა სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის დარღვევის ფაქტებზე მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს აჯარიმებენ.

"15 ათასი ლარით დაჯარიმდა იურიდიული პირი, ასევე, ფიზიკური პირებიც დაჯარიმდნენ და დაჯარიმება გაგრძელდება, არ იქნება არანაირი შეღავათები," - აღნიშნა გუბერნატორმა. 

ფოთის შესასვლელებსა და გასასვლელებთან საპოლიციო ძალები გამკაცრებულად მუშაობენ.

 

დღის ამბები