გახდება თუ არა კახეთი ვირუსის გავრცელების კიდევ ერთი კერა. ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა 17 იდან 19 მარტამდე კახეთში პაპის დასაფლავებაზე იმყოფებოდა. ის ადგილზე ტაქსით ჩავიდა და უკან სხვა ტაქსით დაბრუნდა. მას შეხება ჰქონდა დაახლოებით 13 ოჯახთან. ეპიდემიოლოგების თქმით ის პირები, რომლებთანაც მას კონტაქტი ჰქონდა გამოკვლეულია და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით ისინი 22 დღიან თვითიზოლაციის პერიოდს გადიან:
"ეს ბიჭი იმყოფებოდა პაპის დაკრძალვაზე 17 მარტს ღამე ჩამოვიდა მარტო ტაქსით და 19-ში წავიდა მარტო. ის ვინც აქ დახვდა ახლობლები, 12-13 ოჯახი იმყოფებოდა, დღეს დღეობით ჩვენგან გამოკვლეულები არიან, დაურიგდათ თვითიზოლაციის წესები, მართალია თვითიზოლაცია 2 დღეში გადის, მაგრამ ახლო კონტაქტში ვისთანაც იყვნენ, ჩვენ ეპიდემიოლოგებმა გადავწყვიტეთ, რომ მათ ქონოდათ 22 დღიანი საკარანტინო, ანუ თვითიზოლაციის პერიოდი გაგვეხანგრძლივებინა, დღეს დღეობით არავის არ აღმოაჩნდა თერმოსკრინინგით ტემპერატურა," - განაცხადა გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგმა მარინა კაპანაძემ.