08 სექტემბერი 2026,   14:19
ვრცლად
საკონტროლო ბლოკ-საგუშაგოები კახეთში - თელავის ოთხივე შესასვლელთან მგზავრთა დიდი ნაკადია

ქალაქ თელავის ოთხივე ძირითად შესასვლელთან, იქ სადაც ბლოკ-საგუშაგოებია  მოწყობილი, მგზავრთა დიდი ნაკადია. სამხედრო ექიმები თითოეულ მოქალაქეს ტემპერატურას უკონტროლებენ. პოლიცია და სამხედროები კი, ავტომობილში ადამიანების რაოდენობას და სამგზავრო პირობებს ამოწმებენ.

თელავის მერის განცხადებით, მოქალაქეები ახალი რეგულაციებით დაკისრებულ ვალდებულებას გაგებით ეკიდებიან.
შოთა ნარეკლიშვილის თქმით,ღამით კომენდანტის საათის დადგომიდან ამ დრომდე, არც ერთი საგუშაგოზე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მგზავრთა მომატებული ნაკადი კი, განპირობებულია დილის საათებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გადაადგილებული მოქალაქეების რაოდენობით.

სპეციალურ საგუშაგოები ამ ეტაპზე, მოწყობილია სოფელი წინანდალთან, საიდანაც გადაადგილება ხდება გურჯაანის მიმართულებით. სოფელ ვარდისუბანში ახმეტიდან მომავალი მგზავრები მოწმდებიან. საგუშაგო განთავსებულია შუამთის გზაზე, რომელიც დაკავშირებულია გომბორის გავლით თბილისთან. ყვარლის მიმართულებით მოძრავი მგზავრები კი ე.წ ალაზნის ხიდთან გადიან.

დღის ამბები