ბათუმში აგრარული ბაზარები დაიხურა. მუნიციპალიტეტის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად ბაზარში მაინ ხალხმრავლობა იყო და ვერ ხერხდებოდა წესების დაცვა რის გამოც ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა. უცნობია როდემდე იქნება ბაზარები დაკეტილი. მერიის შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით. აკრძალვა იქამდე გაგრძელდება ვიდრე მთვრობისგან ახალ რეკომენდაციებს არ მიიღებენ.
"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და რეკომენდაციით ჩვენს მიერ დახურული იქნა ქალაქ ბათუმში არსებული ყველა აგრარული ბაზრობა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რათა არ მოხდეს მოქალაქეების შეკრება. ყოველდღიურად იყო ხალხმრავლობა მოვუწოდებდით მოსახლეობას დისტანციას და წესების დაცვა თუმცა ვერ ხერხდებოდა და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
აქვე გეტყვით რომ, ყოველდღიურად ხდება ყველა მაღაზიის შემოწმება. მოწმდება ასრულებენ, თუ არა ისინი დადგენილ წესებს. უნდა იყვნენ ხელთათმანებით პირბადეებით, უტარდებოდეთ თერმოსკრინინგი და ჰქონდეთ სადეზინფექციო ხსნარები,"- განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის მოადგილე ნოშრევან საგინაძემ.