"გემოების განდაგანა" - აჭარაში "გემოფესტი" დასრულდა. 2 დღის განმავლობაში, ბათუმის ბულვარში სტუმრებს შეფმზარეულები ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ აჭარულ კერძებს სთავაზობდნენ.
პროგრამა მოიცავდა ადგილობრივი მეწარმეების გამოფენებს, მუსიკურ, გასართობ და შემეცნებით აქტივობებსაც.
გასტრონომიულო ფესტივალი აჭარაში წელს პირველად ჩატარდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.
ფესტივალის ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყო.