18 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
სპორტსმენის კლასტერი - საკარანტინო ზონაში 23 ადამიანია გადაყვანილი, 4 ადამიანი კი თითიზოლაციაში იმყოფება

კორონავირუსით დაავადებულ სპორტსმენთან დაკავშირებით საკარანტინო ზონაში 23 ადამიანია გადაყვანილი, 4 ადამიანი კი თითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა კონტაქტების დადგენა და მოძიება ისევ გრძელდება. სპორტსმენი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს 4 ქალაქში იმყოფებოდა და არაერთ ადამიანთან ქონდა კონტაქტი. ამ ქალაქებს შორისაა თბილისი, ზუგდიდი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ.

წალენჯიხაში ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცთან კონტაქტი მხოლოდ იმ მასპინძელი ოჯახის წევრებს ჰქონდათ, სადაც მან ღამე გაათენა. მეზობლები ასევე ამბობენ, რომ წუხელ გვიან ღამით მათთან სამართალდამცავები მივიდნენ და გააფრთხილეს, რომ თვითიზოლაციაში ყოფილიყვნენ.  

"ოჯახის წევრები იყვნენ და კიდევ ერთი პირი, აქაური სამეზობლო არ ყოფილა" - აცხადებს ადგილობრივი.

დღის ამბები