18 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
ქუთაისში ინფიცირებული 62 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ექიმის დედაა

ქუთაისში ინფიცირებული 62 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს, სასწრაფო დახმარების ექიმის დედაა. 

ქალის დაინფიცირების წყაროს და კონტაქტებს ეპიდემიოლოგები იკვლევენ. მედიკოსს უკვე აუღეს ანალიზი და პასუხი მალე იქნება ცნობილი. სასწრაფოს ჯგუფი კი თვითიზოლაციაშია გადასული. ქუთაისის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ექიმს არავითარი სიმპტომი ამ დრომდე არ გამოვლენია.

ქუთაისში ეს უკვე  მეორე ჯგუფია, რომელიც იზოლაციაში იმყოფება. სასწრაფო დახმარების მედიკოსებმა 67 წლის მამაკაცი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის წინ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღის ამბები