COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 195-მდე გაიზარდა. მათ შორის კვლავ 39 გამოჯანმრთელებული პაციენტია.
გარდაცვალების მაჩვენებელი არ შეცვლილა. კორონავირუსით ამ ეტაპზე საქართველოში 2 პაციენტია გარდაცვლილი.
ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა. სტაციონარში ამ ეტაპზე 4,708, მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 ადამიანი რჩება.