ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინო სივრციდან მამაკაცი შეიყვანეს, რომელიც დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში - გალის რაიონსა და დრანდაში იმყოფებოდა.
მამაკაცი ოკუპირებული აფხაზეთიდან ანაკლიის საკარანტინო ზონაში 29 მარტს შეიყვანეს. მას ცხელება აღენიშნება და ამ დრომდე ექიმების დაკვირვების ქვეშა არის.
როგორც საავადმყოფოში ამბობენ, პაციენტს შიდა კვლევები ჩაუტარდა და მხოლოდ დაკვირვების შემდეგ გადაწყდება, გაიგზავნება თუ არა მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში.
მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.