18 მაისი 2024,   09:31
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 5 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ანალიზის პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

სამედიცინო დაწესებულებაში ამ ეტაპზე გამოსაკვლევი პაციენტები არ ჰყავთ. ექიმის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში მათ დახმარებას ცხელების ცენტრი უწევს. ინფექციური საავადმყოფო კი მხოლოდ პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.

ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსის დიაგნოზით ამ ეტაპზე 6 პაციენტი წევს. ორის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, ორის საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ორი პაციენტისთვის გამოჯანმრთელებაზე ჩატარებულმა საკონტროლო ტესტმა ვირუსის არსებობა კვლავ დაადასტურა, რის გამოც პაციენტები კლინიკაში დარჩებიან და მკურნალობას გააგრძელებენ.

დღის ამბები