ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ინფორმაცია "კურიერს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული პასუხებით, სპორტსმენის კლასტერის წევრს-ორსულ ქალსა და ოკუპირებული გალიდან გადმოსულ მამაკაცს, COVID-19 არ აქვთ.
ამ დროისთვის, სამეგრელოში კორონავირუსის დიაგნოზით ისევ ორი ადამიანი მკურნალობს.