18 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
სწრაფი ტესტები დიდ ბრიტანეთშიც არ არის ბევრი - ქართველი ექიმი ლონდონიდან

ქართველი ექიმი ბრიტანეთში ბაჩი ბეგიშვილი, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქში წმინდა მარიამის სახელობის საავადმყოფოში​ მუშაობს, თვლის, რომ ბრიტანეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ გარკვეული ზომების მიღება დააგვიანა. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. ბაჩი ბეგიშვილის თქმით, ბრიტანეთში მკურნალობის ეტაპი 3 საფეხურიანია:

"ბრიტანეთში არის 3 საფეხურიანი, პირველი არის ოჯახის ექიმი, თუ ის ვერ გაუმკლავდა აგზავნის სპეციალისტთან, თუ იქაც არ მოხდა შველა, გადადიან საავადმყოფოში.

დიდ დემოკრატიულ ქვეყნებში ძნელია მკაცრი ზომების გატარება, თავიდანვე რომ კარანტინი დროზე არ გაკეთდა, ეგაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

პირველი რეკომენდაცია იყო ძალიან ცუდი, მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა გამოაცხადა, რომ არაა საჭირო შეჩერება, "ჯოგურ იმუნიტეტს" გამოიმუშავებენო.

სწრაფი ტესტები აქაც არაა ბევრი, ერთი კვირის წინ დაიწყეს წინა ხაზზე მდგომი სამედიცინო პერსონალის შემოწმება. აქაც არ ყოფნით ტესტები, რომ ყველა პერსონალი შეამოწმონ. ანტისხეულების გამოსავლენი ტესტი აქ ჯერ არ არსებობს, რომელიც იმუნიტეტს გვანახებს. უზარმაზარი ფინანსები გამოყვეს, შეჯიბრი მიდის სახელმწიფოებს შორის - ვინ რას იყიდის, ანტისხეულების ტესტები დამუშავებულიც არაა ბოლომდე, 13 მილიონის ტესტი ჰქონდათ შეკვეთილი ჩინეთიდან და უკან გააგზავნეს,"- განაცხადა ბაჩი ბეგიშვილმა.

დღის ამბები