18 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტების რიცხვი არ შეცვლილა.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირებული პაციენტების საერთო მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია. 

"ამ ეტაპზე, კლინიკაში წევს 64 პაციენტი. მოგეხსენებათ, რომ თუ ჩვენს კლინიკაში მოსული პაციენტები არ საჭიროებენ სამკურნალო დაწესებულებაში მოვლას და მზრუნველობას, გადადიან საკარანტინო ზონაში.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებულებს, გვყავს 53 შემთხვევა. ახალი შემთხვევა, ამ ეტაპზე, არ დამატებულა. არც პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში არ შეცვლილა,"- განაცხადა ლევან რატიანმა.

დღის ამბები