წალენჯიხაში, სოფელ ლიას მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებილები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.