09 სექტემბერი 2026,   02:58
ვრცლად
40 მილიონი, ფინანსური გარიგებები და მძიმე ბრალდებები - წითლიძე-გვარამიას დაპირისპირება გრძელდება

კომუნიკაციის ფორმა არ იცვლება, თუმცა ბრალდებებთან ერთად ლექსიკაც ყოველდღიურად მძიმდება. დაპირისპირება ისევ საჯაროა. მთავარი მოქმედი გმირები ისევ წითლიძე-გვარამიაა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მწვავე კრიტიკის მორიგ ტალღას პარტიის ყოფილი იდეოლოგი ჯერ დუმილით ხვდებოდა, შემდეგ ცინიზმით, ბოლოს კი ვრცელი წერილით უპასუხა. მიზეზი გილაურის თემა, 40 მილიონი და ფინანსური გარიგებები გახდა - ოპოზიციის დაშლის სანაცვლოდ - რაშიც წითლიძე გვარამიას ადანაშაულებს. გვარამია კი, პირიქით, "ნაციონალურ მოძრაობას". სააკაშვილის თანამზრახველად კი იაგო ხვიჩიას "გირჩსაც" ასახელებს.

თავის გამართლების სტატუსი - პასუხმა არ დააყოვნა. ან ტყუის, ან ეშინია - წითლიძემ გვარამიას ულტიმატუმი წაუყენა - დაასახელოს გილაურთან შუამავალი "ნაციონალი".

სანამ გვარამია თავს იკავებს, "ნაციონალები" ყოფილი "ნაციონალების" არაჯანსაღ ამბიციებზე საუბრობენ, რაც მათი თქმით, 2024 წლის არჩევნებზე მკაფიოდ გამოჩნდა.

სააკაშვილის პარტიისგან განსხვავებით, "გირჩთან" გარიგებაზე გვარამიას იაგო ხვიჩია პასუხობს, თუმცა მხოლოდ ერთი რეპლიკით.

გაცილებით მეტი თქვა სანდრო რაქვიაშვილმა. გვარამიას ვრცელი პოსტი კონსპირაციის თეორიად შეაფასა და სიმართლის ტყუილებით გადაფარვის მცდელობა უწოდა.

ლუსტრაციის და თვითმხილების პროცესი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციაში გავლენებისთვის ბრძოლა დაფინანსების წყაროების მოძიებამ ჩაანაცვლა, რადგან ე.წ. შავი ფული კანონმდებლობამ აკრძალა. კრიზისის ფონზე კი მათი ოპონენტები ერთმანეთს უკვე არაადეკვატურ ბრალდებებსაც უყენებენ.

სწორედ სოლიდური ხელფასის ამონაწერის გასაჯაროებით ემუქრება წითლიძე გვარამიას, რომელსაც "რუსთავი 2-ისა" და ტელეკომპანია "მთავარის" მძარცველს უწოდებს.

დღის ამბები