26 აპრილი 2024,   19:58
ვრცლად
ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში ეპიდემიოლოგებმა 305 მოქალაქე გამოკვეთეს - დამატებითი კონტაქტების კვლევა გრძელდება

ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგებმა 305 მოქალაქე გამოკვეთეს, თუმცა დამატებითი კონტაქტების კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს - ამის შესახებ დღეს საღამოს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თერმოსკრინინგი საკარანტინო ზონად გამოცხადებულ 4 სოფელში 1,600-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 13 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საეჭვოა და ისინი მედიკოსების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა საღამოს სოფელ გვარას ბლოკ-პოსტთან არსებული ვითარება დაათვალიერა. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში - გვარაში, ხუცუბანშილეღვასა და წყავროკაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად გამკაცრებული საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

სოფელ გვარას შესასვლელებთან 2 საკონტროლო პუნქტი მოეწყო. ასევე, დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 7 მცირე საგუშაგო უშუალოდ სოფლების ტერიტორიაზე განთავსდა.

დღის ამბები