18 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ლაგოდეხში პოლიციამ ბიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა

პოლიციამ ლაგოდეხში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი.

ბრალდებულმა ბასრი საგნით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მასთან მცხოვრებ ბიძას,დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული კ. გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში, ბასრი საგნის გამოყენებით სახისა და ზურგის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მასთან მცხოვრებ ბიძას - 1955 წელს დაბადებულ თ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები