08 სექტემბერი 2026,   11:45
ვრცლად
ინფექციურ საავადმყოფოში ქობულეთის კლასტერიდან 6 ბავშვი მკურნალობს

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 370-ია. აქედან, 90 ინფექციურ საავადმყოფოს პაციენტია. დადასტურებული კოვიდინფექციით საავადმყოფოში 39 პაციენტია, ბოლო, 24 საათში დადასტურებული შემთხვევებიდან დამატებულია 4. აქედან, ერთი- 6 წლის ბავშვია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, საავადმყოფოში ამ დროისთვის, 6 მოზარდი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ყველა მათგანი ქობულეთის კლასტერს წარმოადგენს.

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან, განსაკუთრებულ კრიტიკულ მდგომარეობში არც ერთი არ არის.

"კრიტიკული ორი პაციენტი გვყავდა. გუშინ გითხარით, რომ სიტუაცია სტაბილურია. პროგრესირება აღარ შეიმჩნევა. აქედან გამომდინარე, ალბათ, რამდენიმე დღეში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება და სიტუაცია გამოჯანმრთელებისკენ გვექნება,"- განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, დღე-ღამის განმავლობაში 5 ადამიანის გამოჯანმრთელება დადასტურდა და მათი რაოდენობა უკვე 77-ია. აქედან, 50 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია.

დღის ამბები