ზუგდიდში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული დედა-შვილის COVID 19-ზე ტესტის პასუხს ელოდებიან.
ისინი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ბავშვის ტრავმის გამო გადმოვიდნენ, უკან დასაბრუნებლად კი Covid 19-ზე ანალიზის უარყოფითი პასუხია საჭირო. მათი ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის, სამეგრელოში კორონავირუსის დიაგნოზით არავინ წევს.