06 სექტემბერი 2026,   16:52
ვრცლად
აჭარაში 16 საეჭვო პაციენტი გამოიკვლიეს - კვლევის შედეგად მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

16 საეჭვო სიმპტომის მქონე პირი გამოიკვლიეს გუშინ აჭარაში - კვლევის შედეგად მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით მიმდინარეობს მასიური თერმოსკრინინგი, ამ კლასტერთან კონტაქტირებული პირების რაოდენობა ამ ეტაპზე 470-ს შეადგენს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევა დღეს კიდევ 35 პირს ჩაუტარდება, შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 35 პაციენტია, მათგან 34 ქობულეთს უკავშირდება.

დღის ამბები