ბათუმში ხანძრის შედეგად 4 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. გვიან ღამით ხანძარი ჯორჯიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
ადგილზე 10-მდე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.
ხანძრის ლოკალიზებას 2 საათი დასჭირდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.