პოლიციელის სოსო გაბრიაძის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.
ოპოზიცია სისტემურ ხარვეზებზე, ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და ამბობს, რომ დარღვევების დაფარვა მმართველი პარტიისთვის დამახასიათებელია.
"მძიმე კარანტინის პირობებში და კომენდანტის საათის პირობებში პოლიციელები ღრეობდნენ და ამას ძალიან მძიმე ტრაგიკული შემთხვევა მოჰყვა. ესეც კანონის დარღვევაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს აჩვენებს ძალიან სერიოზულ სისტემურ ხარვეზს.
ის რომ, სისტემა ფარავს თავის ნაწილს, ეს არაერთხელ დავინახეთ ჩვენ ამ წლების მანძილზე "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.
"სასჯელი, რასაც პროკურატურა ითხოვს 2-დან 4 წლამდე, არ არის ადეკვატური იმ დანაშაულისა, რაც ამ პოლიციელმა ჩაიდინა. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ კონტენტს და ვითარებას, როდესაც ეს დანაშაული მოხდა," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ლევან თარხნიშვილმა.